ოზურგეთში, რეაბილიტირებულ სკვერში კუბოს ფორმის საყვავილეები დადგეს.
სოციალურ ქსელში კრიტიკაზე ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ამბობს, რომ კრიტიკოსებს "ოზურგეთის განახლება და განვითარება აღიზიანებთ", ამის უკან კი ის ნაციონალურ მოძრაობას ხედავს.
"აი, ასეთი იქნება სინამდვილეში განახლებული მოედანი თეატრის წინ.
იმის ნაცვლად, რომ თავისი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ინტერესები დაიცვან, თავისი კუთხის პატრიოტები იყვნენ, - ნაციონალური მოძრაობა აქაც ოზურგეთის იმიჯის და ღირსების შელახვით არის დაკავებული. ცხადია, რომ ოზურგეთის განახლება და განვითარება აღიზიანებთ.
საკუთარი ქალაქის დაცინვა სამარცხვინოა! საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება სამარცხვინოა", - წერს თალაკვაძე.